პროექტის
სახელწოდება ,,მე ვწერ მოთხრობას’’
პროექტის
მიზანია-
მოსწავლეებს
·
განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით
გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარი;
·
ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური
აზროვნების უნარი;
· სხვადასხვა სირთულისა და სხვადასხვა სახის (ლიტერატურული, სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური, საქმიანი
და სხვ.) ტექსტების გამართულად
წერა განსხვავებულ თემებზე; გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის ცოდნა და ამ ცოდნის
შეგნებულად გამოყენება ტექსტის ასაგებად და დასახვეწად.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
შესაბამისობა
1). მიმართულება წერა-
ქართ.IX.11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ფორმის ტექსტისა და სტილის
შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
2).მიმართულება წერა-ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული
ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
მონაწილეთა
ასაკი: IX, X, XI კლასის მოსწავლეები.
ვადები:
20.01 -02.02
შეფასების კრიტერიუმები: 1). ნაშრომის ორიგინალობა;
2). შემოქმედებითი აზროვნება.
პროექტის ფარგლებში
ჩატარდება კონკურსი. მოსწავლეები დაწერენ მოთხრობებს და თავად გამოავლენენ გამარჯვებული ტექსტის ავტორს.
გამარჯვებულის გამოვლენა არაუგვიანეს 3.02
2015წ.
პროექტის ავტორი
- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ რევაზიშვილი
გამარჯვებული მოთხრობები
დიალოგი ღმერთთან
48 წლის წინ აშენებული
კორპუსის ყრუ
კედელზე მიჭედებულ
კიბეს მივუყვებოდით
მე და
ღმერთი. ის
ჩემზე ძლიერი
იყო და
უფრო მალე
ავიდა.
სახურავიდან გულის
ამრევი ხედი
იშლება. ფეხები გადავყარე
ცენტრალური მაგისტრალის
მხარეს.
მან – არა.
ვხედავ გზას
მოხატულს თეთრი
ზოლებით, მასზე
მოსიარულე არსებებსა
და ნივთებს.
აქ ხმები
დახშულად ისმის,
თუმცა თვალნათლივ
ვხედავ ყველაფერს...გადაშლილ წიგნს
ჰგავს და
თითქოს ერთ
დიდ მოთხრობას
ვკითხულობ. ნეტავ
რით ვერ
დავასრულე კითხვა....
დღესაც ჩვეულებრივი
რუტინული დღეა.
ვამბობ: ყველაფერი
წარმავალია. აი, ხომ
ხედავ მოხუც
კაცს, გზის
მოპირდაპირე მხარეს,
ჯოხითა და
პურით ხელში, ხოლო
მის უკან
ახალგაზრდას, წიგნებით... ალბათ
მასაც იგივე
მომავალი ექნება. თავადაც
ხვდები რა
სასტიკია ცხოვრება.
საერთოდ, შეგიძლია
მითხრა რა
არის ცხოვრება?
კითხვა, რომელის პასუხიც
ყველა ადამიანს
აინტერესებს, მაგრამ
ვერავინ აგნებს.
-იქნებ
არა საჭირო
ამდენი ფიქრი
და კითხვები?
იქნებ ადამიანები
ძალიან ცნობისმოყვარეები ხართ?
-მეუბნება ის.
- ჩვენ
გვაბრალი ხომ
ყველაფერს? იცი,
დღითიდღე ხვდები
ამ ცხოვრების
ბნელ და
ნათელ მხარებს,
მაგრამ არ
მინდა, არ
მინდა ვიზრდებოდე
და ვხვდებოდე
ბევრ რამეს.
ბავშვობა მენატრება
გესმის?! ლაღი
და უდარდელი
ბავშვობა.
ის დრო,
როცა ჩემს
ოცნებებსა და
ფიქრებს საზღვარი
არ ჰქონდა...როცა მჯეროდა
სასწაულების და
იმის, რომ
შეუძლებელი არაფრია...როცა მე
შენი მჯეროდა!
ახლა სრულიად
ურწმუნო პიროვნება
გიზის გვერდით,
ღმერთო!
-როდის
დაკარგე რწმენა?
-ბევრჯერ.
-მაინც?
-პირველად
მაშინ, როცა
ჩემი ოცნების
სამსახურში არ
მიმიღეს. განა რისთვის
ვათევდი წიგნებთან
ღამეებს? რად
მინდა დიპლომი?
რად მინდა
ათასობით სერტიფიკატი
იმისთვის, რომ
არავინ დამაფასოს?
ხოდა, მეც
ვსვამ და
ვხატავ. არ
მჭირდება აღიარება
და აპლოდისმენტები.
მეორედ მაშინ,
სიყვარულში რომ არ
გამიმართლა. როგორ
არ შეგეცოდე?
ხელი როგორ
არ წამაშველე,
ღმერთო? როგორ
მიეცი უფლება
დავეტოვებინე?! ხედავ
ქუჩის თავში
შეყვარებულ წყვილს? მე
ისინი მეზიზღებიან...
მე ყველა
შეყვარებული მეზიზღება!
თუ დამმართე
"მაისობა", მაშ რაღად
წამართვი? იცი. როგორი
ბედნიერება მინდოდა
მეგრძნო? როდესაც
ყველაფრის საწინააღმდეგოდ, მაგრამ
ერთმანეთის საპირისპიროდ
მირბიხართ და
ეკვრით! ეკვრით
ერთმანეთს და
შორდებით გარე
სამყაროს....წამებით
მაინც... ეს
ბედნიერება მინდოდა!
ამის შემდეგ
უფრო მეტად
ვსვამდი და
ვხატავდი...ახლა
უკვე მარტოობაზე
ვხატავდი.
საბოლოოდ რწმენა
კი მაშინ
დავკარგე, მეგობარი
ხელიდან რომ
გამომაცალე. ერთდერთი
იყო, ვისთანაც
საუბარი ისევე
შემეძლო, როგორც
შენთან. მაშინ ყველაზე
დიდი რწმენით
მოვედი და
გთხოვდი გადაგერჩინა.
ნუთუ ჩემი
ცრემლები, რომელიც
არასდროს წამომსვლია
არაფერს ნიშნავდა?
როგორც ჩანს,
არა... ამის
შემდეგ კი
უკვე გავლოთდი.
ახლა კი
მეკითხები, როდის
დაკარგე რწმენაო?
საერთოდ მე
ის მიკვირს
რატომ მწამდა
ასე ძლიერ.
რატომ მჯერდა მე
ბედნიერების, სიყვარულის,
მეგობრობისა და
თავად შენი.
როგორ მინდა
ახლა ამ
სახურავიდან ბევრ
ფერადოვან, ღიმილიან
და ბედნიერ
სახეებს ვხედავდე. ისე, როგორც
ბავშვობაში. გახსოვს? აქ მაშინ
ამოვდიოდი, როცა
დედა ან
მამა მეჩხუბებოდა...
მერე შენ
ბევრს გელაპარაკებოდი ხოლმე
და რატომღაც
ყოველთვის გახარებული
ვბრუნდებოდი შინ. მე ხომ
ღმერთს ველაპარაკე....მეგონა, რომ
ის, რასაც
ვფიქრობდი და
ვამბობდი რეალობა
იყო და
აუცილებლად ისე მოხდებოდა,
ისე, როგორც მე
მინდოდა...მაგრამ,
როგორ შევმცდარვარ.....
ბევრი რამ არ
შეცვლილა. რადგან
ახლაც მაშინ
ამოვდივარ აქ,
როცა ცუდ
ხასიათზე ვარ,
თუმცა ეს არ
ჰგავს იმ
ბავშვურ ცუდ
ხასიათს. ახლა
დედა-მამა
აღარ მეჩხუბება,
არამედ ცხოვრება
მჩაგრავს და
მიჯავრდება ყოველდღე.
ამოვდივარ და
კვლავ შენ
გელაპრაკები, მაგრამ აქედან
გახარებული და
ბედნიერი ბავშვობის
შემდეგ აღარ
დავბრუნებულვარ. ისე,
როგორც უწინ....
ყველაფერი როგორი
წარმავალია..... იცი, მგონია,
რომ ან საერთოდ
არ უნდა
დიბადო, ან
თუ დაიბადები
ყოველთვის ბავშვი
უნდა იყო.
-როგორი ოპტიმისტი
იყავი?! შენზე
ბევრ იმედს
ვამყარებდი.
-მართალი ხარ,
ვიყავი.
-იქნებ
არც ახლაა
გვიანი?
-არ
გინდა, ღმერთო, გაცვეთილი
მაგრამ მაინც
მოდაში მყოფი
ფრაზები...არ
ვარ მე
აი, თუნდაც
ის მეთონე,
ხომ ხედავ?
მინიმალურითაც კმაყოფილა. ნახე,
ახლაც როგორ გულიანად
იცინის... მე
კი ფილოსოფიური
აზრები ტვინს
მიღრღნის... ის ბედნიერია,
მე კი,
არა.... იცი, არ
მეგონა ოდესმე მეთონეობას
თუ ვინატრებდი....
-შენ
მეთონეობა კი
არა, ბედნიერება გინდა.
დაეძებ და
ვერ გიპოვია,
მაგრამ ასე
იოლი როდია
მისი დაპატრონება?
-მერედა რატომაა
ასეთი რთული?
ყველფერი კარგი
განა ასე
ძნელად მიღწევადი
უნდა იყოს?
მაგრამ შენც იცი,
რომ ბევრ რამეზე
პასუხი მართლაც
არ არსებობს.
ახლა უცბად
გავფიქრე: რა
უაზროა ჩვენი
საუბარი. ჩვეულებრივი
და არაფრის
მომტანი. ავდგები,
წავალ, შენ
შენი გზით
წახვალ და
ასე... ისევ
ერთი და
იგივე.
ღმერთო, იქნებ
ჯობია ჩვენი-ჩვენი გზით
წავიდეთ და
აღარსდროს შევხვდეთ
ერთმანეთს? აი,
ახლა ავდგები
და წავალ!
-ვერ
წახვალ.
-წავალ,
მეც იმ
აურზაურისა და
მასის ნაწილი
გავხდები, ახლა
ჩემს ფეხქვეშ
რომაა. შენ
კი დაგვყურე
ასე, ზევიდან.
იქიდან, საიდანც
ყველაფერი უფრო
ნათლად და
კარგად ჩანს,
მაგრამ ხმა
მაინც დახშულად ისმის.
-გაგიჭირდება
უჩემოდ.
-ნუ
ღელავ, არც
აქამდე ვიყავი
დალხენილი.
-არ
ღირს ჩემზე
გაბრაზება. გეყო მხოლოდ
იმის ძახილი,
რომ ყველაფერი
ჩემი ბრალია.
ადამიანები ხშირად,
ძალიან ხშირად
მე მადანაშაულებთ. ალბათ
იმიტომ, რომ
მარტივი და
იოლია ეს.
-ღმერთო,
ახლა ბედნიერი
ხარ?
-კი,
მე თქვენით
ვარ ბედნიერი.
-ხოდა,
მე არ
ვარ ბედნიერი.
ხომ ხედავ,
საერთოც არაფერი
გვქონია. მე
მივდივარ, ღმერთო!
მე შენგან
მივდივარ.
გადმოვალაგე ფეხები
და ცივ
ბეტონს შევეხე,
ვიგრძენი თუ
როგორ იგრძნო
დედამიწამ ჩემი
ადგომა. თითოქოს
ძალიან მძიმე
ვყოფილიყავი და
სული შეკვროდა...
ვგდამ ნაბიჯებს:
ერთი, ორი,
სამი და
თითოეულს ვგრძნობ.
გულში გავიფიქრე:-
,,ეჰ, ღმერთო,
ნეტა მართლა
შემეძლოს შენთან
ლაპარაკი’’...
შრომის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ
მიროტაძე
სიამაყე
თოვდა.
მთის პირას იდგა ერთი პატარა ქოხი, რომელშიც ცხოვრობდა ღარიბი ოჯახი: დედა, მამა და
მათი ორი შვილი. უფროსი გოგონა, ანასტასია, 14 წლის იყო, ხოლო უმცროსი-ხუთის. მშობლები
ცდილობდნენ ბავშვებისათვის არაფერი მოეკლოთ, მაგრამ ზამთრის გატანა მაინც ძალიან უჭირდათ.
ისინი არ უკადრისობდნენ მუშად, მოახლედ ან დამლაგებლად მუშაობას, მხოლოდ იმიტომ, რომ
ბავშვებს საკვების ფული ჰქონოდათ.
ანასტასია
დადიოდა სკოლაში, რომელიც თავისი ქოხიდან ძალიან შორს იყო. მას ჰყავდა მდიდარი კლასელები,
რომლებიც გამუდმებით ტრაბახობდნენ თავიანთი ქონებით. ანასტასიაზე ეს დიდ გავლენას ახდენდა.
რცხვენოდა, რომ ღარიბი იყო და გადაწყვიტა მასაც თავი მდიდრად მოეჩვენებინა. ეს საქციელი
გოგონას იმდენად ჩაებეჭდა გონებაში, რომ მუდმივად იტყუებოდა. მე მგონი, თვითონაც კი
დაავიწყდა, რომ ღარიბი იყო.
გადიოდა
დღეები და ანასტასია უფრო და უფრო მეტად იტყუებოდა.
ერთ
დღესაც დიდი თოვლი მოვიდა, იმდენად დიდი, რომ გოგონას ქოხი თოვლის სიმძიმეს ვეღარ უძლებდა.
სკოლაში შორგზაზე სიარულისაგან ის ერთადერთი ფეხსაცმელიც დაეხა, რომელიც დედამ გაჭირვებით
უყიდა. ანასტასია იძულებული გახდა სკოლაში დახეული ფეხსაცმელით წასულიყო. როდესაც ეს
მისმა კლასელებმა დაინახეს, ჰკითხეს:-ხომ არაფერი გიჭირს, ფეხსაცმელი აღარ გაქვს? აკი
გვეუბნებოდი, მდიდარი ვარო? ამაზე გოგონამ ამაყად მიუგო:- არა, რას ამბობთ, სახლში
უამრავი ფეხსაცმელი მაქვს. ეს უბრალოდ გზაში დამეხა და უკან აღარ დავბრუნდი გამოსაცვლელადო.
ბავშვები რაღაცას ეჭვობდნენ, მაგრამ ანასტასია არაფერს აღიარებდა. თანაკლასელებმა უთხრეს:
ანასტასია, ჩვენი არ შეგრცხვეს, თუ არა გაქვს საშუალება, ჩვენ დაგეხმარებით. მშობლებს
ვეტყვით და ყველანაირად გვერდში დაგიდგებითო. გოგონამ უპასუხა: მე არაფერი მიჭირს.
უკვე გითხარით, რომ ჩემს მშობლებს საკმაოდ ბევრი ფული აქვთ. თვენ არ გაქვთ ჩემს ცხოვრებაში
ჩარევის უფლება და არავისი დახმარება არ მჭირდებაო.
ამ
დღის შემდეგ ანასტასია სკოლაში აღარ გამოჩენილა. ბავშვებმა არ იცოდნენ რა ექნათ. თავს
დამნაშავედ გრძნობდნენ. გადაწყვიტეს წასულიყვნენ გოგონას სახლში და მოენახულებინათ.
წავიდნენ და კითხვა-კითხვით ძლივს იპოვნეს მისი სახლი. ადგილზე მისულებს საშინელი სურათი
დახვდათ: ძველი ქოხი თოვლის სიმძიმისაგან ჩამონგრეულიყო და ოჯახის ყველა წევრი ქვეშ
მოეყოლა, საბრალოები გაყინულიყვნენ.
ერთი
გოგონას სიამაყემ შეიწირა ოთხი ადამიანის სიცოცხლე მაშინ, როდესაც გამოსავალი თითქმის
ნაპოვნი იყო.
შრომის
საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე: ნათია მაისურაძე